თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 7 ნოემბერს

52
დედაქალაქში ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +18 გრადუსი დაფიქსირდება

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისში ხუთშაბათს, 7 ნოემბერს მზიანი ამინდი იქნება.

დედაქალაქში ღამით ტემპერატურა +6 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +18 გრადუსი დაფიქსირდება. ქარი 8-10 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:39 საათზე ამოვა და 17:48 საათზე ჩავა.

52
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (405)
პარკი

საქართველოში უახლოეს დღეებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი სინოპტიკოსების პროგნოზი

32
(განახლებულია 14:34 01.06.2020)
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი და მზიანი ამინდების შემდეგ წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik.  საქართველოში თბილი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის უმეტეს რაიონებში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, იუწყება გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. 

 „საქართველოში 1–5 ივნისს  სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 24–29, აღმოსავლეთ საქართველოში კი პლუს 29–34 გრადუსია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს დედაქალაქში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით – 3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის ჩათვლით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  პლუს 30–32 გრადუსი იქნება.


32
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 3 ივნისს

20
(განახლებულია 15:16 01.06.2020)
ზაფხული ძალას იკრებს – ოთხშაბათს დედაქალაქში 30 გრადუსამდე დაცხება, მაგრამ საღამოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით ჰაერს გააგრილებს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ოთხშაბათს, 3 ივნისს ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი იქნება – საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +18, ხოლო დღისით – 30 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 20–25 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:27 საათზე ამოვა და 20:30 საათზე ჩავა.

20
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (405)
მზიური

საქართველოში 29,8 ათასი ბავშვი კორონავირუსით ინფიცირების რისკის ქვეშაა

0
(განახლებულია 15:18 01.06.2020)
საქართველოში სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ითვალისწინების ბავშვების ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik.  საქართველოში 29,8 ათას ბავშვს არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის საშუალება, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მოუწოდებს უზრუნველყონ ბავშვები იმ პირობებით, რომელიც ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემიამ ძლიერი გავლება იქონია ბავშვებსა და მოზარდებზე. UNICEF–ი განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ბავშვების მდგომარეობით, რომელთაც ძირითად და აუცილებელ რესურსებთან ნაკლები წვდომა აქვს. განსაკუთრებით დაუცველის ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები -- ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

 „საქართველოში 29,8 ათას ბავშვს სახლში არ აქვს იმის პირობა, რომ ხელი წყლითა და საპნით დაიბანოს. შესაბამისად, ასეთ ბავშვებს შორის კორონავირუსით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლის გაგრძელება და სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ. ინტერნეტისა და ელექტრონული რესურსების, სახლში შესაბამისი სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის არქონის გამო, ბავშვები იმ საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ, რომ ისინი, შესაძლოა, სწავლის პროცესს ჩამორჩნენ. საქართველოში 3–დან 17 წლამდე ასაკის 50,4 ათას ბავშვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი არ აქვს. 

 „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების  წვდომა უსაფრთხო და  უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“, – განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოში სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ითვალისწინების ბავშვების ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული კოდექსის განხორციელებაში.

პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსი" 2019 წლის სექტემბერში მიიღო. მისი გადავადების გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებითაა ნაკარნახევი.

 

0