თბილისი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში შემდეგი სამი დღის განმავლობაში

150
(განახლებულია 18:50 25.10.2019)
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 26-28 ოქტომბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში შემდეგი სამი დღის განმავლობაში თბილი და უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ 25-28 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, შემდეგი სამი დღის განმავლობაში თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.

150