თბილისის ხედი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ორშაბათს, 21 ოქტომბერს

79
(განახლებულია 16:35 19.10.2019)
დღისით დედაქალაქში 24 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ორშაბათს, 21 ოქტომბერს მოღრუბლული და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

ღამით ტემპერატურა +14 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ 22 გრადუსამდე დათბება. მთელი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები გვპირდებიან წვიმას, რომელიც მხოლოდ საღამოს გადაიღებს.

მზე 07:19 საათზე ამოვა და 18:11 საათზე ჩავა.

79
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (442)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 ივლისს

120
(განახლებულია 15:14 07.07.2020)
ხუთშაბათს კვლავ სიცხე იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორც დღეს – ხუთშაბათს დედაქალაქში სულ +34 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 9 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა ღამით იქნება +23, ხოლო დღისით +34 გრადუსი.

ქარი ღამით 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

120
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (442)
სიცხეში

ხანძრები, წყალდიდობა, შტორმი და +40 გრადუსი - ამინდი საქართველოში

731
(განახლებულია 17:41 06.07.2020)
წინ რამდენიმე ძალიან ცხელი დღე გველოდება - სინოპტიკოსები თითქმის მთელ საქართველოში 40 და მეტ გრადუსს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრების შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც 9 ივლისამდე შენარჩუნდება, ტყის ხანძრების საშიშროებას შექმნის, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 39, მთიან რაიონებში კი 34 გრადუსამდე მიაღწევს.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე - დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი 7-8 ივლისს თბილისშიც - ღამით იქნება 23, ხოლო დღისით 38 გრადუსი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

731
თემები:
ამინდი საქართველოში
ვაშინგტონი

აშშ–მა საქართველოს ფინანსური დახმარება გაუყინა? დეპუტატები სკანდალურ ინფორმაციას უარყოფენ

0
(განახლებულია 16:22 07.07.2020)
საქართველოს პარლამენტში არ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  აშშ–მა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერა

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik.  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. 

ადრე ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ–ის კონგრესმა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერა – საუბარია ფინანსური დახმარების პაკეტის 15%–ზე. ამასთან, აღინიშნა, რომ დაფინანსება აღდგება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების, კერძო სექტორში  კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის განმტკიცებისთვის ზომებს მიიღებს.

 „ეს სიცრუეა. ძალზე სამწუხაროა, რომ ისინი (ოპოზიციის წარმომადგენლები – რედ.) მსგავს სიცრუესა და დეზინფორმაციაზე  საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას ცდილობენ. კონგრესს არაფერი გაუყინავს,  არანაირი შესწორებები კონგრესს არ მიუღია. ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, მოცემულ მომენტში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვის თაობაზე წინადადება მხოლოდ კანონპტორქტის დონეზეა, რომელიც აშშ–ის კონგრესის ერთ–ერთ კომიტეტში იქნა ინიცირებული  და რომელსაც „ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე და კენჭისყრამდე მივიდეს“.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერმა განმარტა, თუ რა დოკუმენტზეა საუბარი.

„ეს კანონპროექტი ეხება წმინდა ტექნიკურ საკითხს. ელექტრონულ კომინიკაციებსა და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს ტექნიკურ ნაწილში. იგი ვერანაირად ვერ შეეხება და არც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და ინტერნეტ–სივრცის თავისუფლებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ. 

რაზეა საუბარი კანონპროექტში?

კანონპროექტში, რომელიც 326–გვერდიანია, მითითებულია სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის პრიორიტეტები. დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს შეიძლება აშშ–ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მოცულობა 19,8 მლნ დოლარით შეიცირდეს. 

მთლიანობაში, საქართველოსთვის 2021 წელს ფინანსური დახმარება არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარის ფარგლებშია გამოყოფილი. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად დოკუმენტში მითითებულია დახმარების მიღების პირობები.

კერძოდ, ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შეიძლება შეჩერდეს მანამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გადაწყვეტს, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

კანონპროექტში აღნიშნულია შემდეგი პუნქტები, რომლებიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს:

·  დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება

·  მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლა ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით

·  დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებელი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია: კონგრესის გადაწყვეტილება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

0