მოღრუბლული ცა თბილისის თავზე

საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და შტორმი ზღვაზე - სინოპტიკოსების პროგნოზი

243
კვირას დღის მეორე ნახევარში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება და უხვმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები და წყალმოვარდნები მთაში.

სააგენტოს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ 6 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება.

შავ ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.

243
თემები:
უამინდობა საქართველოში (325)
სეტყვა

ძლიერი სეტყვა და წვიმა: სტიქიამ  დედოფლისწყარო დააზარალა

107
ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ რაიონს. ზარალის ოდენობას სპეციალურად შექმნილი კომისია დაადგენს.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ძლიერმა  სეტყვამ კახეთის რეგიონში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

ძლიერმა სეტყვამ, რომელიც ათ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, დედოფლისწყაროს რაიონი დააზარალა. განადგურებულია ერთწლოვანი ბოსტნეული კულტურები.

როგორც დედოფლისწყაროს მერმა ნიკა ჯანიაშვილმა განაცხადა, სეტყვამ მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

„ძირითადად სეტყვამ ქალაქს გადაუარა, თუმცა სახლების დატბორვის ან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ძირითადი მოსავალი გადარჩა“, – ჯანიაშვილმა.

დღის განმავლობაში, კახეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს.

ბოლო ათი დღის განმავლობაში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის სოფლები წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ქვემო ხოდაშენი დააზარალა. სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხეხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, შესაძლოა წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩნენ.

107
თემები:
უამინდობა საქართველოში (325)
ღრუბლები მცხეთის თავზე

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

156
(განახლებულია 22:52 08.06.2021)
უხვმა ნალექმა შესაძლოა მცირე ზომის მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო მთებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების გააქტიურება.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 9 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან პარასკევის, 11 ივნისის დღის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში ღამით პლუს 11 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 29 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში ღამე მოსალოდნელია პლუს 12 გრადუსი, ხოლო დღისით 27 გრადუსი იქნება.

სინოპტიკები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ნალექის შედეგად პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების გააქტიურება.

156
მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0
(განახლებულია 12:32 13.06.2021)
13 ივნისის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მემორიალთან იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკი მამუკა სეფიაშვილი და თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ კერესელიძე.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველი იყო იმ მაშველთაგან, ვინც სტიქიის ეპიცენტრში გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციის მსვლელობისას მან 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало и ущелье, где текла речка Вере. Из серии Тбилисское наводнение 13 июня
© Sputnik / Alexander Imedashvili
2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში

2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი და ასევე მოშალა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. დაიღუპა დაახლოებით 300 ცხოველი.

Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало. Из серии Тбилисское наводнение 13 июня
photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili
Разрушенная наводнением трасса Ваке-Сабуртало. Из серии "Тбилисское наводнение 13 июня"

ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

 

ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.

0