თოვლი

სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა - ვიდეო

223
(განახლებულია 17:41 21.09.2019)
 პირველი თოვლი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში მოვიდა.

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. პირველი თოვლი მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში მოვიდა.

ბუნებრივი მოვლენის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

ამასთან, დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის ცვალებადობას პროგნოზირებენ – წვიმა ელჭექით, ზოგან ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსები სეტყვასაც ვარაუდობენ, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.

223
თემები:
უამინდობა საქართველოში (207)