როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 22 სექტემბერს

გამოწერა
დედაქალაქში კვირას მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში კვირას, 22 სექტემბერს მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი მაქსიმუმ 20 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო ხანდახან 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:47 საათზე ამოვა და 18:59 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0