თუშეთი

ამინდის ჭირვეულობა: აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი მოვიდა

192
(განახლებულია 14:57 11.09.2019)
მაღალმთიან რეგიონში ტემპერატურა მინუს ორ გრადუსამდე დაეცა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მოთოვა, ხოლო ტემპერატურა მინუს ორ გრადუსამდე დაეცა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თუშეთის ეროვნული პარკიდან.

თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზა აბანოს უღელტეხილზე გადის და ის ზღვის დონიდან 2850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო ეს გზა ოქტომბერში იკეტება და მხოლოდ მაისში იხსნება.

როგორც „Sputnik-საქართველოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა, თუშეთში ამინდი ხვალიდან თანდათან გაუმჯობესდება, ხოლო 12 სექტემბრიდან მზიანი ამინდი იქნება.

ამ სეზონზე პირველი თოვლი 25 აგვისტოს ყაზბეგში მოვიდა.

სექტემბრის დასაწყისში დედაქალაქში მკვეთრად აგრილდა. ტემპერატურა +16 გრადუსამდე შემცირდა.

როდის დათბება თბილისში?>>

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 13 სექტემბერს ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს. წლის ამ დროისთვის შედარებით მაღალი ტემპერატურა დედაქალაქში 24 სექტემბრამდე შენარჩუნდება.

192
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 7 აგვისტოს

44
(განახლებულია 15:19 05.08.2020)
პარასკევს დედაქალაქში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსს მიაღწევს.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში პარასკევს, 7 აგვისტოს უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +20, ხოლო დღისით +32 გრადუსი იქნება.

დაუბერავს სუსტი ქარი – 8–13 მეტრი წამში სიჩქარით.

მზე 06:01 საათზე ამოვა და 20:11 საათზე ჩავა.

44
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 აგვისტოს

83
(განახლებულია 13:33 04.08.2020)
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური 32 გრადუსია ნავარაუდევი.

თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით ხუთშაბათს, 6 აგვისტოს თბილისში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:00 საათზე ამოვა და 20:12 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 20, ხოლო დღისით მაქსიმალური კი 32 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.

83
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ქათმის ფილე

რას გვაჭმევენ: საქართველოს 40 მაღაზიაში ქათმის ხორცს არასწორად ინახავდნენ

0
(განახლებულია 16:11 05.08.2020)
ინსპექტირების ჯგუფებმა სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებული 150-მდე ობიექტიდან ორმოცში ფრინველის ხორცი არასათანადოდ ინახებოდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირკვევა, რომ აღნიშნულ ობიექტებზე იმპორტირებული ფრინველის  ხორცი შეფუთვის გარეშე, შესაბამისი ეტიკეტირების გარეშე იყიდებოდა. 

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. შემოწმება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე უბნის მაღაზიებშიც. დამრღვევი ბიზნესოპერატორების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. 

გარდა ამისა, სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებულია ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა.

0