თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 13 სექტემბერს

71
(განახლებულია 11:23 11.09.2019)
დედაქალაქში პარასკევს მზიან ამინდს პროგნოზირებენ

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. პარასკევს, 13 სექტემბერს დედაქალაქში უპირატესად მზიანი ამინდი იქნება.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 21 გრადუსამდე დათბება. ქარი 1-7 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:38 საათზე ამოვა და 19:14 საათზე ჩავა.

71
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (480)
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 14 აგვისტოს

61
(განახლებულია 14:42 12.08.2020)
პარასკევს დედაქალაქში ზაფხულის ჩვეულებრივი უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 14 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +31 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:08 საათზე ამოვა და 20:01 საათზე ჩავა.

61
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (480)
მაშველი სანაპიროზე

სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ: მოსალოდნელია წვიმა, წყალდიდობა, შტორმი

237
(განახლებულია 12:43 11.08.2020)
უახლოეს სამ დღეს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ქარი, ზღვაზე მცირე შტორმი და ასევე შესაძლებელია წყალდიდობა

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში უამინდობაა მოსალოდნელი – სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ იქნება წვიმა, სეტყვა, ქარი, წყალდიდობა და შტორმი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„14 აგვისტომდე საქართველოში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უხვი ნალექის გამო მთიან ზონებში შეიძლება მეწყრული პროცესები გააქტიურდეს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, ნათქვამია განცხადებაში.

237
თემები:
ამინდი საქართველოში
თბილისის მეტრო

ახალი ფასადი და ვესტიბიული: თბილისში მეტროს სადგურები განახლდება

0
„ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურების პროექტირება ამა წლის ნოემბერში დასრულდება, ქალაქის ხელისუფლება ეტაპობრივად დანარჩენი სადგურების განახლებასაც გეგმავს

თბილისი, 12 აგვისტო - Sputnik. თბილისის მეტროსადგურების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს „გოცირიძის“, „ვარკეთილის“ და „ავლაბრის“ მეტროსადგურებზე, იგეგმება ასევე სხვა სადგურების მასშტაბური განახლება.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია... გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

ქალაქის თავის სიტყვებით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

„რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს“, - განაცხადა კალაძემ.

მერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება თბილისის კიდევ ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენში 23 სადგურია, რომლებიც ორ ხაზზეა განლაგებული - ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროს ხაზების საერთო სიგრძე 57 კმ-ია, ძირითადი ხაზის სიგრძე - 40 კილომეტრია, მეორე ხაზისა - 17 კმ.

0
თემები:
თბილისი დღეს