როდის დათბება თბილისში?

გამოწერა
სინოპტიკოსის თქმით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა პარასკევს, 13 სექტემბერს 25 გრადუსამდე მოიმატებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა ქოქოსაძემ.

დედაქალაქში სექტემბრის დასაწყისში მკვეთრად აცივდა. ტემპერატურა +17 გრადუსამდე შემცირდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 12 სექტემბერს

„საუბარი, რომ სექტემბერი ცივია, ნაადრევია. ჯერ თვის დიდი ნაწილი წინაა. მით უმეტეს, რომ დასავლეთ საქართველოში ახლა საკმაოდ თბილა. ეს აღმოსავლეთში აცივდა შედარებით. მაგრამ უკვე 13 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს", – აღნიშნა ქოქოსაძემ.

15-დან 18 სექტემბრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არ არის, აღნიშნა სინოპტიკოსმა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში 18 სექტემბრიდან წვიმა დაიწყება, თუმცა ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება.

თბილისში 16 სექტემბერს 28 გრადუსამდე ტემპერატურაა მოსალოდნელი. წლის ამ დროისთვის საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დედაქალაქში 24 სექტემბერამდე შენარჩუნდება.

ყველა ახალი ამბავი
0