სანაპირო დაცვა ბათუმში

იყო თუ არა საქართველოში ზაფხული ყველაზე გრილი ბოლო წლების განმავლობაში?

130
(განახლებულია 20:21 02.09.2019)
სინოპტიკოსებმა საქართველოს კლიმატური რუკის მაჩვენებლები გააანალიზეს.

თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ზაფხული საშუალოდ 2 გრადუსით უფრო თბილი იყო, ვიდრე სხვა დროს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა. 

სიცხე უკან იხევს: სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ >>

ივნისში ტემპერატურა 4 გრადუსით უფრო მაღალი იყო, ივლისში – 2 გრადუსით, აგვისტოში – ერთი გრადუსით.

„არასწორია იმაზე საუბარი, რომ წლევანდელი ზაფხული ძალიან წვიმიანი ან ცივი იყო. ზაფხულზე როდესაც ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ სამი თვისა და მთელი ქვეყნის ტერიტორიის მაჩვენებლები. წელს ივნისი უჩვეულოდ ცხელი იყო. ტემპერატურამ ნორმას 4 გრადუსით გადააჭარბა. ამიტომ ივნისის ფონზე მომდევნო თვეები ასეთი ცხელი არ ყოფილა, მაგრამ ტემპერატურა ნორმას მაინც ასცდა“, – აღნიშნა ხათუნა ქოქოსაძემ.

მისი თქმით, ასევე არასწორია იმაზე საუბარი, რომ ზაფხული საქართველოს მთიან რეგიონებში გრილი იყო. მაგალითად, ამბროლაურსა და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ჰაერის ტემპერატურამ რამდენჯერმე მიაღწია 39 გრადუსს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მთის კლიმატი ყოველთვის უფრო გრილია, ზღვისპირეთი უფრო ნალექიანი, ცენტრალური რაიონები კი - უფრო მშრალი.

თბილისს რაც შეეხება, აგვისტოში ჰაერის ტემპერატურამ ნორმას 1,9 გრადუსით გადააჭარბა.

130
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (77)