ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 1 სექტემბერს

გამოწერა
ბათუმში კვირას დღისით 26 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები ბათუმში კვირას, 1 სექტემბერს დღისით უპირატესად მზიან ამინდს, ხოლო საღამოს ხანმოკლე წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით - +21 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი 26 გრადუსამდე გათბება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე ადგილობრივი დროით 06:38 საათზე ამოვა და 19:47 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0