როგორი ამინდი იქნება თბილისში კვირას, 1 სექტემბერს

გამოწერა
დედაქალაქში კვირას დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 1 სექტემბერს დედაქალაქში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 24 გრადუსამდე დათბება.

დილიდან თბილისში სუსტი წვიმა იქნება, ხოლო დღის განმავლობაში, ძირითადად, მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:26 საათზე ამოვა და 19:35 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0