წვიმიანი ამინდი ბათუმში

ამინდის პროგნოზი ბათუმში ოთხშაბათს, 28 აგვისტოს

78
(განახლებულია 20:25 26.08.2019)
დღისით ბათუმში 26 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები ოთხშაბათს, 28 აგვისტოს ბათუმში დღის განმავლობაში უპირატესად ღრუბლიან ამინდსა და წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ, ხოლო საღამოს გამოიდარებს და მზეც გამოანათებს.

ღამით ტემპერატურა +21 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +26 გრადუსი იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე ადგილობრივი დროით 06:34 საათზე ამოვა და 19:54 საათზე ჩავა.

78
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში (58)