ბულვარი

ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 24 აგვისტოს

95
(განახლებულია 20:59 22.08.2019)
შაბათს ბათუმში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი

 

თბილისი, 22 აგვისტო  — Sputnik.  სინოპტიკოსები ბათუმში შაბათს, 24 აგვისტოს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:30 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +22 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +26 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 2–3 მეტრია მოსალოდნელი.



95
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში (69)
სიცხეში

ხანძრები, წყალდიდობა, შტორმი და +40 გრადუსი - ამინდი საქართველოში

356
(განახლებულია 17:41 06.07.2020)
წინ რამდენიმე ძალიან ცხელი დღე გველოდება - სინოპტიკოსები თითქმის მთელ საქართველოში 40 და მეტ გრადუსს პროგნოზირებენ და ტყის ხანძრების შესახებ გვაფრთხილებენ

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც 9 ივლისამდე შენარჩუნდება, ტყის ხანძრების საშიშროებას შექმნის, აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

„7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 39, მთიან რაიონებში კი 34 გრადუსამდე მიაღწევს.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შედარებით აგრილდება 8 ივლისის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე - დროგამოშვებით იწვიმებს (ელჭექით), ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია სეტყვა. გაძლიერდება ქარი. შტორმი ზღვის სანაპიროზე 2-3 ბალს მიაღწევს.

უხვი ნალექის გამო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში.

სიცხეა მოსალოდნელი 7-8 ივლისს თბილისშიც - ღამით იქნება 23, ხოლო დღისით 38 გრადუსი. 9 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები ელჭექით. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

356
თემები:
ამინდი საქართველოში
კალაუბანი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივლისს

1306
(განახლებულია 14:39 06.07.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 37 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს, 8 ივლისს მზიანი, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:34 საათზე ამოვა და 20:37 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 23, დღისით მაქსიმალური კი პლუს 37 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

1306
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ლარის კურსი 7 ივლისს

0
(განახლებულია 09:23 07.07.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0006 ლარით გაუფასურდა. 

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0532 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0067 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურსი 7 ივლისს
0