შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმია – მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ

© Sputnik / STRINGERსამაშველო კოშკურა
სამაშველო კოშკურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის გამოფენილია წითელი ალმები. თეთრი ალმები გამოიფინება მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე სამიდან ოთხ ბალამდე შტორმია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყება დამსვენებელებს აფრთხილებს, რომ წყალში არ ჩავიდნენ და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. ასევე დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები: არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის გამოფენილია წითელი ალმები, თეთრი ალმები გამოიფინება მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0