ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში შაბათს, 27 აპრილს

გამოწერა
დედაქალაქში შაბათს 20 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 27 აპრილს უნალექო, მზიან და თბილ ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით 10 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 20 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:03 საათზე ამოვა და 19:54 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0