შტორმი და ქარბუქი – ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსალოდნელი ნალექის გამო პატარა მდინარეებში წყლის დონემ, შეიძლება, საშიშ ზღვარს მიაღწიოს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრ აცივებას ვარაუდობენ – ამინდის გაუარესება უკვე წუხელ დაიწყო.

აპრილის პირველი ნახევარი საქართველოში საკმაოდ თბილი იყო. ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსსაც აღწევდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში ხუთშაბათს, 18 აპრილს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ცალკეულ რაიონებში არის სეტყვის ალბათობა. ზღვაზე შტორმმა, შესაძლოა, 3-4 ბალს მიაღწიოს.

ჰაერის ტემპერატურა არსებითად დაიკლებს 17-18 აპრილს. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ქარბუქი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა +6-13 იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +8-17. ამას გარდა, სინოპტიკოსები ქარის 20-25 მეტრი წამში სიჩქარემდე გაზრდას პროგნოზირებენ.

„საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ, შესაძლებელია, საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0