დასავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში თბილ და უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. უქმეებზე საქართველოში ნამდვილი გაზაფხულის ამინდი იქნება - ჰაერის ტემპერატურა 19-22 გრადუსამდე მოიმატებს, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში პარასკევს მოსალოდნელია წვიმა. ტემპერატურა ღამით +2 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 15 გრადუსამდე გათბება.

შაბათს ნალექი დასავლეთ საქართველოში შეწყდება. უქმეებზე ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით - 22 გრადუსამდე დათბება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 მარტს

აღმოსავლეთ საქართველოში პარასკევს ასევე მოსალოდნელია წვიმა და ქარის გაძლიერება წამში 17-22 მეტრამდე. ღამით იქნება +1 გრადუსი, ხოლო დღისით - +16.

ასეთივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოში უქმეებზე, თუმცა, დღისით ამინდი შედარებით გაუმჯობესდება - ქარი ჩადგება და უპირატესად ნათელი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა ნულ გრადუსამდე დაეშვება, ხოლო დღისით +19 გრადუსი იქნება.

თბილისში ხუთშაბათს ღამით მოსალოდნელია ნალექი და ქარი 17-22 მეტრი წამში სიჩქარით. პარასკევს, დღისით გამოიდარებს და კვირის ბოლომდე უპირატესად მზიანი ამინდი შენარჩუნდება.

პარასკევს ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით +14 გრადუსამდე გათბება. უქმეებზე ღამით იქნება +5 გრადუსი, ხოლო დღისით - +19 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0