შტორმი, ქარბუქი და წვიმა - საქართველოში ამინდი უარესდება

გამოწერა
საქართველოს მთიან ზონებში ძლიერ თოვლის გამო მოსალოდნელია ზვავსაშიშროება

თბილისი, 2 თებერვალი  — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთებში კვირის ჩათვლით ვარაუდობენ თოვლს, ზოგან ძლიერს, ხოლო დაბლობში - წვიმას და ძლიერ ქარს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მაღალმთიან ზონებში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე - 2-3 ბალიან შტორმს.

ძლიერი თოვის გამო მთაში ასევე მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ყველა ახალი ამბავი
0