როგორი ამინდი იქნება საქართველოში ძველით ახალ წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliქვევრი ცხვარიჭამიაში
ქვევრი ცხვარიჭამიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღმოსავლეთ საქართველოში ნამდვილი საახალწლო ამინდი იქნება

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, მათ შორის თბილისში, 14 იანვრის ღამეს მოსალოდნელია თოვლი და წვიმა, ხოლო დასავლეთ საქართველოში მცირედ იწვიმებს.

მტკვრის სანაპირო - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 14 იანვარს

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით იქნება მინუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 11 გრადუსამდე დათბება. დასავლეთში კი ღამით ჰაერი პლუს 2 გრადუსამდე გათბება, დღისით - პლუს 13 გრადუსამდე.

მთაში მოთოვს. გუდაურში მოსალოდნელია მინუს 12-5 გრადუსი. ბაკურიანში - მინუს 8-3 გრადუსი.

მესტიაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 5-2 გრადუსამდე დაიკლებს.

იმათ, ვინც ძველით ახალ წელს ბათუმში შეხვდება, უნალექო ამინდი და პლუს 7-11 გრადუსი ელოდება.

თბილისში ღამით იქნება პლუს 1 გრადუსი, დღისით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება.

 

ყველა ახალი ამბავი
0