თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში მუშაობა შეფერხებულია

131
(განახლებულია 08:51 08.12.2018)
აეროპორტის ინფორმაციით, გადაიდო ოთხი რეისი.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რამდენიმე რეისი გადაიდო, ზოგიერთი რეისი გაუქმდა, იუწყება პირველი არხი.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტში დუბაის რეისი დაგვიანებით ჩამოფრინდა. გაუქმდა რეისები სტამბოლისა და აქთაუს მიმართულებით. აეროპორტის ინფორმაციით, გადაიდო ოთხი რეისი.

„ყატარის ავიახაზები“, რომელიც დოჰადან მოფრინავდა, სათადარიგოზე წავიდა ბაქოში. „უკრაინის ავიახაზები“ ქუთაისში გაფრინდა, „ეარ ასტანას“ რეისი ალმათი-თბილისი წავიდა აქთაუში და ეს ფრენა გაუქმდა. „აეროფლოტი“ – მოსკოვი-თბილისი დაჯდა მინვოდში“, – აცხადებენ აეროპორტში.

გაუქმებულია „თურქეთის ავიახაზების“ რეისი თბილისი-სტამბოლი. ის უნდა გაფრენილიყო ხუთი საათისკენ, მაგრამ უამინდობის გამო არ განხორციელდა. თვითმფრინავი დილას ცხრა საათზე ჩამოფრინდება, აცხადებენ აეროპორტში.

შეფერხებამ პრობლემები შეუქმნა როგორც თბილისში ჩამომსვლელ მგზავრებს, ისე გაფრენის მსურველებს.

131
თემები:
უამინდობა საქართველოში (111)