თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ამ სეზონზე თბილისში პირველი თოვლი ტაბახმელასა და წყნეთში მოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების სამსახურზე დაყრდნობით.
წუხელ თბილისში და, განსაკუთრებით, გარეუბნებში ჰაერის ტემპერატურამ კვლავ დაიწია.
„მაგრამ თოვლი, როგორც ასეთი, მშრალი, ჯერ არ მოსულა", – განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა.
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა>>
საქართველოს მთიან რეგიონებში თოვლი უკვე მოვიდა. თოვისა და ყინვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე გართულებულია.