თოვლი, შტორმი და ქარიშხალი – ამინდი საქართველოში მკვეთრად გაუარესდება

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰაერის ტემპერატურა კვირის ბოლოს +16 გრადუსამდე დაიწევს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ – ჰაერის ტემპერატურა ერთ დღეში 10 გრადუსით დაიწევს.

„მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. 26-27 ოქტომბერს – ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4–5-ბალიანი შტორმი", – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგნეტოს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთანავე უხვმა ნალექმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მდინარეების დონის მნიშვნელოვანი მომატება, ხოლო მთიან ზონებში – მეწყრული პროცესების გააქტიურება.

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში თბილი, მზიანი ამინდი იყო შენარჩუნებული. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსს აღწევდა.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 ოქტომბერს>>

რაც შეეხება ტემპერატურას უახლოეს დღეებში, ხუთშაბათს აღმოსავლეთ საქართველოში იქნება +25 გრადუსი, ხოლო პარასკევს - +16. დასავლეთ საქართველოში ხუთშაბათს იქნება +28, ხოლო პარასკევს - +16 გრადუსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0