შტორმი შავ ზღვაზე

საშტორმო გაფრთხილება - შავ ზღვაში შესვლა აკრძალულია

75
(განახლებულია 15:54 15.09.2018)
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე  4-ბალიანი შტორმია, ტალღების სიმაღლე სამ მეტრს აღწევს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზღვაში შესვლა აკრძალულია. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე.

„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

9 სექტემბერს, 4-ბალიან შტორმში მაშველებმა შავ ზღვაზე დახრჩობას 8 ადამიანი გადაარჩინეს. შტორმის დროს, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები წყალში მაინც შევიდნენ.


75
თემები:
უამინდობა საქართველოში (98)