უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში

© photo: Sputnikგუდაური ზაფხულში
გუდაური ზაფხულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში 17 ივლისამდე მოსალოდნელია შედარებით გრილი ამინდი და ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისელები ამოისუნთქავენ აუტანელი სიცხის შემდეგ >>

საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნესტიანი ჰაერის გავრცელება.

დროგამოშვებით საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. არ არის გამორიცხული სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს წყლის დონის ადიდება მდინარეებში, ხოლო მთაში — ღვარცოფული პროცესების აქტივიზაცია.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 32 გრადუსამდე სითბო, დასავლეთში — 28 გრადუსამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0