თბილისი მზიან ამინდში

თბილისელები ამოისუნთქავენ აუტანელი სიცხის შემდეგ

156
(განახლებულია 16:24 14.07.2018)
ორშაბათს 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მომდევნო სამუშაო კვირა თბილისში შედარებით გრილი ამინდით დაიწყება — 40-გრადუსიანმა სიცხემ დროებით უკან დაიხია. 

ორშაბათს, 16 ივლისს, თბილისში ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით მინიმუმ 21 გრადუს სითბოს შეადგენს, დღის განმავლობაში კი მაქსიმუმ 26 გრადუსამდე აიწევს.

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

156
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (44)