მანქანები წვიმაში

ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

690
(განახლებულია 01:33 12.06.2018)
მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველების ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირთა მოედანზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი დააყენა და ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში რამდენიმე საათია ძლიერი წვიმაა, რომელმაც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში — დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით — ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი“, — ნათქვამია შსს-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გლდანის რაიონშიც, დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ შესასვლელი. შეშელიძის ქუჩაზე ქვა-ღორღია ჩამოტანილი გზის სავალ ნაწილზე. გზაზე წყლის ძლიერი ნაკადი მოედინება. საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გლდანის „ა“ მიკრორაიონის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ“, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები ჩარჩენილი მანქანები ქუჩებიდან გამოჰყავთ.

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან.


690
თემები:
უამინდობა საქართველოში (265)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგოზი თბილისში, 16 ივლისს

49
(განახლებულია 15:47 14.07.2020)
საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს მზიანი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები 30 გრადუსამდე სითბოს ვარაუდობენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 16 ივლისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:40 საათზე ამოვა და 20:32 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

49
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში

თავსხმა წვიმა ფოთსა და სამეგრელოს სოფლებში: წყალმა ყველაფერი დატბორა ფოტო

101
(განახლებულია 18:58 13.07.2020)
  • ფოთში წყალმა თითქმის ყველა ქუჩა დაფარა
  • მოსახლეობა დაზარალდა, დაზიანდა მათი ქონება, მათ შორის, ავტომობილები
  • სანიაღვრეები და კანალიზაცია ვერ გაუმკლავდა მოვარდნილ წყალს
  • ფოთისთვის ძლიერი წვიმები უკვე კარგა ხანია, პრობლემაა — ქალაქი ხშირად იტბორება
  • წყალდიდობა სამეგრელოში — ასეთ გზაზე ალბათ ნავით თუ გაცურავს ადამიანი, თორემ ფეხით გავლა შეუძლებელია
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წყალმა არაერთი სოფელი დატბორა და სავარგულებსაც ზიანი მიაყენა
  • ფოტში წყალი სახლების პირველ სართულებზეც შევარდა
  • სოფლებში კი გზები გადარეცხა და მოშალა
  • აღდგენითი სამუშაოებს ჩასატარებლად სარემონტო ბრიგადები უკვე გაგზავნილია
  • მაგრამ ძლიერი წვიმები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება რეგიონისთვის საფრთხედ
  • სამეგრელოში ძლიერ წვიმას ქარიშხალიც ახლდა თან, რომელმაც შენობებს სახურავები დაუზიანა და კიდეც გადახადა
  • ბევრ ადგილას მეწყერიც წარმოიქმნა
  • მეწყერმა სოფელ ლეწურწუმეში ადგილობრივი სასფლაოს ბეტონის ღობე გაარღვია. მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი საფლავებსაც დააზიანებს
  • სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამეგრელოში კიდევ რამდენიმე დღე გასტანს
  • ავდრისგან ზარალდება არა მარტო დასახლებული პუნქტები, არამედ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც. ნათესების ნაწილი ნადგურდება
  • მოსახლეობა იმაზეღა ოცნებობს, რომ ზარალი ძალიან დიდი არ იყოს
  • მაგრამ თუ უამინდობა გაგრძელდება, ზიანის დონე კიდევ მეტად გაიზრდება
გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები წარმოშვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ფოთში. წყალმა დაფარა ეზოები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები, გადარეცხა გზები. რამდენიმე ადგილზე მეწყერიც წარმოიშვა.

მაგალითად, სოფელ ლეწურწუმეში მეწყერმა სასაფლაოს ღობე ნაწილობრივ გაარღვია და ახლა ადილობრივები შიშობენ, რომ წყალი საფლავებსაც დააზიანებს.

გარდა ამისა, მოსახლეობას ზარალი მიაყენა ქარმაც, რომელმაც სახლებს სახურავები გადახადა.

რაც შეეხება ფოთს, იქ, როგორც ყოველთვის, სანიაღვრე კოლექტორები ვერ ერევა უხვად მოვარდნილ წყალს და ქალაქი ისევ პატარა ვენეციას დაემსგავსა. დატბორილია თითქმის ყველა ქუჩა, წყალი სახლების პირველ სართულებზე შევარდა და მოსახლეობას ქონება დაუზიანა.

ქალაქის ხელისუფლება უკვე არაერთი წელია ებრძვის პრობლემას, მაგრამ ის დღემდე გადაუჭრელია.

101
  • ფოთში წყალმა თითქმის ყველა ქუჩა დაფარა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ფოთში წყალმა თითქმის ყველა ქუჩა დაფარა

  • მოსახლეობა დაზარალდა, დაზიანდა მათი ქონება, მათ შორის, ავტომობილები
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    მოსახლეობა დაზარალდა, დაზიანდა მათი ქონება, მათ შორის, ავტომობილები

  • სანიაღვრეები და კანალიზაცია ვერ გაუმკლავდა მოვარდნილ წყალს
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    სანიაღვრეები და კანალიზაცია ვერ გაუმკლავდა მოვარდნილ წყალს

  • ფოთისთვის ძლიერი წვიმები უკვე კარგა ხანია, პრობლემაა — ქალაქი ხშირად იტბორება
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ფოთისთვის ძლიერი წვიმები უკვე კარგა ხანია, პრობლემაა — ქალაქი ხშირად იტბორება

  • წყალდიდობა სამეგრელოში — ასეთ გზაზე ალბათ ნავით თუ გაცურავს ადამიანი, თორემ ფეხით გავლა შეუძლებელია
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    წყალდიდობა სამეგრელოში — ასეთ გზაზე ალბათ ნავით თუ გაცურავს ადამიანი, თორემ ფეხით გავლა შეუძლებელია

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წყალმა არაერთი სოფელი დატბორა და სავარგულებსაც ზიანი მიაყენა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წყალმა არაერთი სოფელი დატბორა და სავარგულებსაც ზიანი მიაყენა

  • ფოტში წყალი სახლების პირველ სართულებზეც შევარდა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ფოტში წყალი სახლების პირველ სართულებზეც შევარდა

  • სოფლებში კი გზები გადარეცხა და მოშალა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    სოფლებში კი გზები გადარეცხა და მოშალა

  • აღდგენითი სამუშაოებს ჩასატარებლად სარემონტო ბრიგადები უკვე გაგზავნილია
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    აღდგენითი სამუშაოებს ჩასატარებლად სარემონტო ბრიგადები უკვე გაგზავნილია

  • მაგრამ ძლიერი წვიმები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება რეგიონისთვის საფრთხედ
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    Последствия крупного მაგრამ ძლიერი წვიმები ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება რეგიონისთვის საფრთხედ

  • სამეგრელოში ძლიერ წვიმას ქარიშხალიც ახლდა თან, რომელმაც შენობებს სახურავები დაუზიანა და კიდეც გადახადა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    სამეგრელოში ძლიერ წვიმას ქარიშხალიც ახლდა თან, რომელმაც შენობებს სახურავები დაუზიანა და კიდეც გადახადა

  • ბევრ ადგილას მეწყერიც წარმოიქმნა
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ბევრ ადგილას მეწყერიც წარმოიქმნა

  • მეწყერმა სოფელ ლეწურწუმეში ადგილობრივი სასფლაოს ბეტონის ღობე გაარღვია. მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი საფლავებსაც დააზიანებს
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    მეწყერმა სოფელ ლეწურწუმეში ადგილობრივი სასფლაოს ბეტონის ღობე გაარღვია. მოსახლეობა შიშობს, რომ წყალი საფლავებსაც დააზიანებს

  • სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამეგრელოში კიდევ რამდენიმე დღე გასტანს
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა სამეგრელოში კიდევ რამდენიმე დღე გასტანს

  • ავდრისგან ზარალდება არა მარტო დასახლებული პუნქტები, არამედ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც. ნათესების ნაწილი ნადგურდება
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    ავდრისგან ზარალდება არა მარტო დასახლებული პუნქტები, არამედ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც. ნათესების ნაწილი ნადგურდება

  • მოსახლეობა იმაზეღა ოცნებობს, რომ ზარალი ძალიან დიდი არ იყოს
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    მოსახლეობა იმაზეღა ოცნებობს, რომ ზარალი ძალიან დიდი არ იყოს

  • მაგრამ თუ უამინდობა გაგრძელდება, ზიანის დონე კიდევ მეტად გაიზრდება
    © photo: Sputnik / Nika Lataria

    მაგრამ თუ უამინდობა გაგრძელდება, ზიანის დონე კიდევ მეტად გაიზრდება

მამაკაცი ნიღბით ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/15 ივლისი

86721
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია სპორტული ღონისძიებების გამართვა
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, გამონაკლისია მუზეუმები;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 999 ადამიანს შეადგენს, აქედან 870 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 5640, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 244 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

 

86721
თემები:
COVID-19 საქართველოში