თბილისში უქმეებზე ამინდი გაუარესდება

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში შაბათ-კვირას 25-27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მზიან სამუშაო დღეებს უქმეებზე, 5-6 მაისს დედაქალაქში ხანმოკლე წვიმები და ღრუბლიანი ამინდი ჩაანაცვლებს.

სინოპტიკოსები ნალექს დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.

შაბათს ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება 16, ხოლო დღისით — 27 გრადუსი სითბო. კვირას ღამით ასევე 16 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0