საქართველოს ცა გაყვითლდა

© Sputnik / Alexander Imedashviliყვითელი ცა თბილისის თავზე
ყვითელი ცა თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მტვრიანმა წვიმამ დაფარა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს თავზე ცამ ყვითელი შეფერილობა იმიტომ მიიღო, რომ ქვიშის ნაწილაკები ჰაერის მასებს შეერია, განმარტა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.

„ცა რომ ყვითელია, ეს გასაკვირი არ არის. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გადმოტანა ხდება, რომელშიც არის სილა და, შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს ყვითლად. ეს არის მტვრიანი წვიმა", — განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გვაზავამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პარასკევს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ნალექი იქნება შაბათსაც — დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და საღამოს — აღმოსავლეთ საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0