საცხოვრებელი სახლები თბილისში

რა სიურპრიზებს გვიმზადებს ამინდი ახალი წლისთვის

155
(განახლებულია 17:03 29.12.2017)
სინოპტიკოსები 31 დეკემბერსა და 1 იანვარს თბილ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ახალის წლის წინა დღე საქართველოში უჩვეულოდ თბილი იქნება — დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე დათბება.

ამინდი კვირას, 31 დეკემბერს

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 13-18. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3-2, ხოლო დღისით — პლუს 2-7 გრადუსი. დღისით ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მთაში კი — მოთოვს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში შეიძლება მოთოვოს. ბარში ღამით იქნება პლუს 2-7 გრადუსი, ხოლო დღისით — 11-16; მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.

თბილისში დილითა და ღამით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამით იქნება პლუს 6, ხოლო დღისით — პლუს 14 გრადუსი.

ბათუმში ღამე მოსალოდნელია 11, ხოლო დღისით — 17 გრადუსი სითბო.

ამინდი ორშაბათს, 1 იანვარს

დასავლეთ საქართველოს იმეტეს რაიოებში იქნება წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 8-13; მაღალ მთაში ღამით — მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — პლუს 0-5.

აღმოსავლეთ საქართველოში ასევე იწვიმებს, ხოლო მაღალ მთაში ზოგან მოთოვს. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, საღამოს შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. დაბლობში იქნება 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 8-13. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 6 — პლუს 1, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.

თბილისში დღისით გაწვიმდება. ქარი შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ტემპერატურა იქნება ღამით პლუს 5, ხოლო დღისით — 10 გრადუსი.

ბათუმში ღამით მოსალოდნელია პლუს 10, ხოლო დღისით — 12 გრადუსი.

ასეთი თბილი ამინდი ახალ წელს ათეული წლებია, საქართველოში არ ყოფილა. მაგალითად, 1960 წელს ბათუმში 31 დეკემბერს ტემპერატურამ 24 გრადუსს მიაღწია, ხოლო თბილისში 1958 წელს — 16 გრადუსს.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

 

155
თემები:
ამინდი საქართველოში (339)