ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 ოქტომბერს

© Sputnik / Denis Aslanovთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრძელდება ოქტომბრის თბილი დღეები თბილისში, უქმეების დასაწყისიც მზიანი იქნება

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. სინოპტიკოსები პარასკევს, 27 ოქტომბერს თბილისში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.

ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დილიდან გამოიდარებს და დღის განმავლობაში უპირატესად თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

მინიმალური ტემპერატურა ღამით დაფიქსირდება — +12 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით, 13:00 საათისთვის — +17 გრადუსი. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:26 საათზე ამოვა და 18:02 საათზე ჩავა.

 

ყველა ახალი ამბავი
0