თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ხუთშაბათს, 21 სექტემბერს თბილისში დილიდან მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
მზე 06:46 საათზე ამოვა და 19:00 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 07:00 საათისთვის 18 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო მაქსიმალური 16:00 საათისთვის — 32 გრადუსი იქნება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
16:00 საათისთვის მოსალოდნელია მოღრუბლულობა, თუმცა უნალექოდ.