ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 აგვისტოს

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები უქმეებზე თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

თბილისში შაბათს, 12 აგვისტოს, ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:04 საათზე ამოვა და 20:05 საათზე ჩავა.

ნალექის ალბათობა მინიმალურია, თუმცა, დღისით დროგამოშვებით მოღრუბლულობა იქნება.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დილის 07:00 საათზე დაფიქსირდება — +21 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური 16:00 საათზე — +32 გრადუსი.

ქარი დედაქალაქში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

ყველა ახალი ამბავი
0