ამინდის ზუსტი პროგნოზი ბათუმში 11 აგვისტოს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პლაჟი
ბათუმის პლაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში დილა წვიმით დაიწყება

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. მზიანი და ნათელი დღეების შემდეგ ბათუმში პარასკევს, 11 აგვისტოს ამინდი შეიცვლება.

ბათუმში დილიდან ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. შედარებით გამოიდარებს საღამოს — 19:00 საათისთვის უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, თუმცა მცირე ნალექის ალბათობა შენარჩუნდება.

მზე 06:17 საათზე ამოვა და 20:19 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება გამთენიისას — +25 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით — +29 გრადუსი.

ქარი ბათუმში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0