ამინდი საქართველოში: თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლიანი ამინდი
ღრუბლიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ, თბილისში შესაძლებელია ძლიერი ქარი.

ოთხშაბათი, 14 ივნისი

ღამით დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში თითქმის ყველა რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით, დღისით კი თითქმის ყველა რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 16-21 გრადუსი სითბო, დღისით — 27-32. მაღალ მთაში ღამით 6-11 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 22-27.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13-18 გრადუსი სითბო, დღისით — 27-32. მაღალ მთაში ღამით 5-10 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 15-20.

თბილისში ღამით და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით ქარი გაძლიერდება. ღამით 17 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 30.

ხუთშაბათი, 15 ივნისი

დასავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველო უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში კი წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით 9-14 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 14-19.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26. მაღალ მთაში ღამით 8-13 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 13-18.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით 18 გრადუსი სითბო იქნება, დღისით —24.

პარასკევი, 16 ივნისი

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელი სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით 4-9 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 11-16.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 12-17.

თბილისში დღისით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით 15 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 27.

ყველა ახალი ამბავი
0