ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და სიცხე

© news.mail.ruამინდი
ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში უახლოეს დღეებში 29–31 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. სინოპტიკოსები ქვეყნის ტერიტორიაზე მცირე ნალექს პროგნოზირებენ, ამასთან, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +35 გრადუსს მიაღწევს.

ხუთშაბათი, 8 ივნისი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება გაძლიერდეს.

  • დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13–18 გრადუსი სითბო, დღისით – 25–30; მაღალ მთაში ღამით 7–12 გრადუსი, დღისით კი 22–27 გრადუსი.
  • აღმოსაველთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 25–30; მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 4–9 გრადუსი, ხოლო დღისით – 19–24.
  • თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. დაუბერავს 10–15 მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით – 29 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 9 ივნისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში ღამით მოსალოდნელია სეტყვა. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

  • დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 30–35; მაღალ მთაში ღამით 4–9, დღისით – 24–29.
  • აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 27–32; მაღალ მთაში ღამით იქნება 5–10, ხოლო დღისით – 20–25.
  • თბილისში ღამით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 17, ხოლო დღისით – 31 გრადუსი სითბო.
ყველა ახალი ამბავი
0