ზაფხული 2017: სიცხე გარანტირებულია

© photo: Sputnik / Besik Pipiaბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისის შუა რიცხვებამდე საქართველოში სითბო, მაგრამ წვიმიანი ამინდი იქნება, შემდეგ კი სიცხე დაიწყება.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 2017 წლის ზაფხული საქართველოში ცხელი იქნება, ხოლო ნალექი ნორმების ფარგლებში იქნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გრძელვადიანი პროგნოზირების სამსახურის უფროსის, ხათუნა ქოქოსაძის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქვეყნის ზღვისპირეთში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მეტი იქნება — საშუალოდ 22-23. ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე — ნორმაზე 2-3 გრადუსით მაღალი და საშუალოდ 20-22-ს შეადგენს. რაც შეეხება ნალექს, ისიც ნორმის ფარგლებში იქნება. ყველაზე მეტი ნალექი, ჩვეულებისამებრ, აჭარის სანაპირო რაიონებზე მოდის.

"ყველაზე მაღალი ტემპერატურა შეიძლება დაფიქსირდეს ივლისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე. ეს ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდია საქართველოსთვის. ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 37-38 გრადუსამდე მიაღწიოს, ხოლო ზოგიერთ ადგილას — 39 გრადუსამდე. თბილისში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 37-38 გრადუსს მიაღწიოს", — განაცხადა ქოქოსაძემ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
მოლაპარაკე სასწორები ტურისტებს ბათუმისკენ უბიძგებს

ივნისში ტემპერატურის მაქსიმალური მატება მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში — 36 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე — 30-32 გრადუსამდე.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთებში ივნისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალ მთაში — 26-28 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ქვეყნის ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება. 3 ივნისიდან ამინდი გაუმჯობესდება და 7 ივნისამდე ნალექი მოსალოდნელი არ არის. წვიმიანი ამინდი საქართველოში ზოგადად ივლისის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი. ხოლო შემდეგ, აგვისტოს შუა რიცხვებამდე სიცხე იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0