ამინდი: დასავლეთ საქართველოში +30

გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30 გრადუსს მიაღწევს.

შაბათი, 29 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთში ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მ/წმ, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მ/წმ.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +11-16°, ხოლო დღისით — +21-26°. მაღალ მთაში ღამით იქნება 0 +5°, ხოლო დღისით — +15-20°.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +6-11°, დღისით — +19-24°. მაღალ მთაში ღამით იქნება —1 — +4, ხოლო დღისით — +8-13°.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე იქნება 8-13 მ/წმ. ღამით ჰაერი 10 გრადუსამდე დათბება, ხოლო დღისით — 23 გრადუსამდე.

კვირა, 30 აპრილი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში — წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ქარი დასავლეთში 10-15 მ/წმ დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მ/წმ.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +11-16°, ხოლო დღისით — +24-29°. მაღალ მთაში ღამით იქნება +1-6°, ხოლო დღისით — +15-20°.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +8-13°, დღისით — +21-26°. მაღალ მთაში ღამით იქნება +1-6, ხოლო დღისით — +11-16°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერი 13 გრადუსამდე დათბება, ხოლო დღისით — 24 გრადუსამდე.

ორშაბათი, 1 მაისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დასავლეთში ქარის სიჩქარე იქნება 10-15 მ/წმ, ხოლო აღმოსავლეთში — 8-13 მ/წმ.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +12-17°, ხოლო დღისით — +25-30°. მაღალ მთაში ღამით იქნება +1-6°, ხოლო დღისით — +18-23°.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია +7-12°, დღისით — +23-28°. მაღალ მთაში ღამით იქნება —1- +4, ხოლო დღისით +13-18°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერი 11 გრადუსამდე დათბება, ხოლო დღისით — 27 გრადუსამდე.

ყველა ახალი ამბავი
0