ამინდი საქართველოში: შტორმი და ძლიერი ქარი

გამოწერა
სინოპტიკოსები ორშაბათს ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერ ქარს, წვიმას, მაღალ მთაში კი თოვლს პროგნოზირებენ.

საქართველოს მაღალმთიანეთში ნისლი და ზვავსაშიშროებაა. შავიზღვისპირეთში კი 4-5 ბალიანი შტორმია. მოსალოდნელია მდინარეებში წყლის დონის მომატება.

24 აპრილი, ორშაბათი

დასავლეთ საქართველოში მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმაა ნავარაუდევი, მაღალ მთაში თოვლი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ზოგიერთ რაიონში კი 17-22 მეტრს.

ბარში 8-13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. მაღალ მთაში მინუს 1 პლუს 4 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოღრუბლულობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს, ზოგიერთ რაიონში კი 28 მეტრამდე მიაღწევს.

ბარში 11-16 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი 3-8 გრადუსი იქნება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს, ზოგან 20-25 მეტრს მიაღწევს, ქალაქგარეთ კი 28 მეტრამდე იქნება.

დედაქალაქში ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0