ამინდი საქართველოში: ქარი და ზოგან – წვიმა

© Sputnik / Alexander Imedashviliამინდი საქართველოში
ამინდი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში წამში 22 მეტრამდე ქარს გვპირდებიან.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი ამინდი იქნება. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ხუთშაბათი, 20 აპრილი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დასავლეთ საქართველოში წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო აღმოსავლეთშო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2–7 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 21–26. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 4 პლუს 1, ხოლო დღისით – 11–16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 4–9 გრადუსი, დღისით – 20–25. მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა – 6–1 გრადუსი, ხოლო დღისით – 10–15 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარემ წამში დროდადრო შეიძლება 17–22 მეტრამდე მოიმატოს. ღამით მოსალოდნელია 8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 24.

პარასკევი, 21 აპრილი

დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. იწვიმებს აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონშიც. ქარი დასავლეთში შეიძლება წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდეს, ხოლო აღმოსავლეთში მისი სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11–16 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 19–24. მაღალ მთაში ღამით იქნება 0–პლუს 5, ხოლო დღისით – 12–17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 7–12 გრადუსი, დღისით – 20–25. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 1 პლუს 4 გრადუსი, ხოლო დღისით – 14–19 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია11 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 24.

ყველა ახალი ამბავი
0