თბილისის ცენტრი

ამინდი საქართველოში: სითბო და ხანმოკლე წვიმა

50
(განახლებულია 15:41 05.04.2017)
პარასკევს საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთში, მაღალ მთაში - მოთოვს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სინოპტიკოსები თბილ ამინდს გვპირდებიან, თუმცა ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ხუთშაბათი, 6 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი 20-25 მეტრამდე სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 0-5, დღისით — 15-20 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა — 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 7, ხოლო დღისით — 24 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 7 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი და ჭექა-ქუხილი. აღმოსავლეთის მაღალმთიანეთში მოთოვს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 17-22; მაღალ მთაში ღამით იქნება პლუს 0-5, დღისით — 11-16 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25; მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 11-68 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება. დღისით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 7, ხოლო დღისით — 24 გრადუსი სითბო.

50