ამინდი: დასავლეთ საქართველოში 28 გრადუსი სითბო

© photo: Sputnik / Vitaliy Ankov / გადასვლა მედიაბანკშიამინდი თბილისში
ამინდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსამდე გათბება.

სამშაბათი, 4 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროდადრო ღრუბლიანობა მოიმატებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით – 16–21; მაღალ მთაში ღამით იქნება 6–1 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით – 10–15 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 პლუს 1 გრადუსი, დღისით – 16–21 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით – 8–3 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით – 6–11 გრადუსი სითბო.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 7–12 მეტრი იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, ხოლო დღისით – პლუს 20 გრადუსი.

ოთხშაბათი, 5 აპრილი

ძირითადად უნალექო ამინდი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდება, ხოლო აღმოსავლეთში – 10–15 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 5–10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 23–28, მაღალ მთაში ღამით მინუს 4 პლუს 1, ხოლო დღისით – 13–18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 0 პლუს 5 გრადუსი, დღისით – პლუს 18–23 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1, ხოლო დღისით – პლუს 11–16 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია პლუს 5, ხოლო დღისით – პლუს 21 გრადუსი.

ყველა ახალი ამბავი
0