ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და ქარი

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე ნალექსა და ქარის გაძლიერებას გვპირდებიან.

სამშაბათი, 28 მარტი

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ღრუბლიანი ამინდი, მაღალ მთაში — თოვლი; აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და ზოგან — დღისით — ხანმოკლე წვიმა. ქარის სიჩქარე დასავლეთით წამში 17-22 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 20-25 მეტრი.

დასავლეთ საქართველოში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 7-12, მაღალ მთაში ღამით მინუს 3 პლუს 2, ხოლო დღისით — მინუს 1 პლუს 4.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალმთიანეთში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — მინუს 1 პლუს 4.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღე, უმეტესად, უნალექოდ ჩაივლის. ქარის სიჩქარე დროდადრო შეიძლება წამში 20-25 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე გათბება, დღისით — 13-მდე.

ოთხშაბათი, 29 მარტი

ქვეყნის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროდადრო მომატებული ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 1-6 გრადუსი სითბო, დღისით — 11-16, მაღალ მთაში მინუს 7-2, ხოლო დღისით პლუს 4-9.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 1-6 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18, მაღალმთიანეთში ღამით მინუს 9-4, დღისით — პლუს 4-9.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროდადრო მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე შესაძლოა წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით იქნება 4 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 16.

ყველა ახალი ამბავი
0