ამინდი: საქართველოში წვიმიანი და ღრუბლიანი დღეებია მოსალოდნელი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩებში წვიმის დროს
თბილისის ქუჩებში წვიმის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში 11-13 გრადუსი სიუთბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიან ამინდს, ხოლო მთებში — თოვლს გვპირდებიან.

ხუთშაბათი, 15 მარტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში — თოვლი. მთელ ქვეყანაში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 8-13. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 2 — პლუს 3.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 10-15; მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 2-7 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა, დროდადრო გაიზრდება ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 13 გრადუსამდე.

პარასკევი, 16 მარტი

საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მთაში — თოვლი, ცვალებადი მოღრუბლულობა. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით იქნება 2-7 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 7-12. მაღალმთიანეთში ღამით მოსალოდნელია მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 2-7 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 8-13. მაღალ მთაში ღამით მინუს 5 — 0 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.

თბილისში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაიზარდოს. ღამით ჰაერი 5 გრადუსამდე, ხოლო დღისით — 11 გრადუსამდე გათბება.

ყველა ახალი ამბავი
0