ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ამინდი საქართველოში: გაზაფხული ძალას იკრებს

94
(განახლებულია 12:14 28.03.2017)

9 მარტი

დასავლეთ საქართველოში უნალექოდ, ცვალებადი მოღრუბლულობა. იქროლებს 17-22 მ/წმ სიძლიერის ქარი.

ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23 გრადუსი ნულს ზემოთ.

მაღალ მთაში ღამით მინუს 6-1 გრადუსი, დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში ღამით მცირე წვიმა და ნისლი, დღისით ძირითადად უნალექოდ. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი.

ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით პლუს 10-15 გრადუსი.

მაღალ მთაში ღამით ტემპერატურა მინუს 9-4 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 5-10 გრადუსამდე დათბება.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და ნისლი.  დაუბერავს 8-13 მ/წმ ქარი. ღამით 6 გრადუსი სითბო, დღისით — 13 გრადუსი.

10 მარტი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთში ქარი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება, დღის ბოლოს კი 28მ/წმ-ს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე 17-22 მ/წმ იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 9-14 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით კი 21-26 გრადუსი.

მაღალ მთაში ღამით ტემპერატურა მინუს 5-0 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 13-18 გრადუსი იქნება ნულს ზემოთ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 2-7 გრადუსი, დღისით — პლუს 12-17.

მაღალ მთაში ღამით 5-0 გრადუსი სიცივე იქნება, დღისით — 9-14 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია ნისლი. ღამით 6 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით პლუს 15 გრადუსია მოსალოდნელი.

94