ამინდი საქართველოში - დასავლეთში 25 გრადუსი სითბო

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მცირე ნალექია მოსალოდნელი, თუმცა საკმაოდ თბილი ამინდი იქნება.

სამშაბათი, 7 მარტი

სამშაბათს უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 10-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში იქნება ღამით პლუს 5-10 გრადუსი, დღისით 20-25 გრადუსი სითბო,  მთაში ღამით  პლუს 0-5 გრადუსი, დღისით კი 14-19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი; მაღალმთაში ღამით მინუს 5-0 გრადუსი, დღისით  კი 10-15 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში იქნება ღამით პლუს 3-8 გრადუსი, დღისით პლუს10-15 გრადუსი სითბო; მთაში ღამით მინუს 7- 2 გრადუსი, დღისით პლუს 5-10 გრადუსი იქნება.

თბილისში — დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ, დილით ნისლი. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 8 გრადუსი, ხოლო დღისით — 13 გრადუსი სითბო.

ოთხშაბათი, 8 მარტი
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში წვიმასა და ნისლს, ღამით კი თოვლს პროგნოზირებენ.  დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 10-15 მეტრს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში იქნება ღამით პლუს 7-12 გრადუსი, დღისით 17-22 გრადუსი სითბო, მაღალმთაში ღამით მინუს 6-1 გრადუსი, დღისით  კი 9-14 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში იქნება ღამით პლუს 2-7 გრადუსი,  დღისით 9-14 გრადუსი სითბო, მაღალმთაში ღამით მინუს 7-2 გრადუსი, დღისით  კი 6-11 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა  მოიმატებს, მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი. ქარის სიძლიერე წამში 10-15მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია პლუს 6 გრადუსი, დღისით კი12 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0