ამინდი საქართველოში უქმეებზე: დასავლეთში +20

გამოწერა
საქართველოში შაბათ-კვირას ჰაერის ტემპერატურა 17-20 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  უქმეებზე  თბილ და ძირითადად უნალექო ამინდს გვპირდებიან.

25 თებერვალი, შაბათი

როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო,  დღისით კი  15-20 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1, დღისით 5-1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი, დღისით — პლუს 13-18 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 11-6, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით 2 გრადუსი სითბო, დღისით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.

26 თებერვალი, კვირა

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით, უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. წვიმიანი ამინდი იქნება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში კი სინოპტიკოსები თოვლსა და ნისლს ვარაუდობენ. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება, ზოგან კი  20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო,  დღისით კი  7-12. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5 გრადუსი, დღისით — პლუს 12-17 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3 გრადუსი, ზოგიერთ რაიონში კი ჰაერის ტემპერატურა შეიძლება მინუს 13 გრადუსამდე დაეცეს,  დღისით კი 3-8 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში სინოპტიკოსები ქარს ვარაუდობენ, რომლის სიძლიერეც წამში 17-22 მეტრი იქნება. ღამით 1 გრადუსი სითბო, დღისით კი პლუს 13 გრადუსია მოსალოდნელი.


ყველა ახალი ამბავი
0