ამინდი საქართველოში: პლიუს 18 გრადუსამდე დათბება

© photo: Sputnikწმინდა გიორგის ძეგლი თბილისის ცენტრში
წმინდა გიორგის ძეგლი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში მცირე ნალექი და 18 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს — უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები 18 გრადუსამდე სითბოს გვპირდებიან.

ამინდი ხუთშაბათს, 23 თებერვალს

საქართველოს უმეტეს რაიონში ღამით და დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, მთაში მოთოვს. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 8–13. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1 გრადუსი, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 0–5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 9–14. მაღალ მთაში ღამით მინუს 14–9 გრადუსი, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი, ღამით იწვიმებს. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით 3 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 10.

ამინდი პარასკევს, 24 თებერვალს

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში — თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 1–6 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 13–18. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1 გრადუსი, დღისით — 3–8 გრადუსი სითბო იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 0–5 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 13–18. მაღალ მთაში ღამით მინუს 11–6 გრადუსი, დღისით — 4–9 გრადუსი სითბო იქნება.

თბილისში ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით — 17 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0