ყაზბეგი - ხედი კავკასიონზე

ამინდი საქართველოში: მთაში 25 გრადუსი ყინვა

57
(განახლებულია 17:54 17.02.2017)
უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ყინვა შენარჩუნდება, მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა მინუს 25 გრადუსამდე დაეცემა.

18 თებერვალი, შაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მოღრუბლულობა და სუსტი ქარი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, ხოლო დღისით — პლუს 5-10 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით — 20-15 გრადუსი ყინვა, დღისით — მინუს 4 — პლუს 1.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-5, ხოლო ზოგან 15 გრადუსი ყინვა იქნება, დღისით კი 2-7 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში ღამით მოსალოდნელია მინუს 25-20, ხოლო დღისით — მინუს 9-4 გრადუსი, ზოგან — მინუს 15.

თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ძირითადად — უნალექო. ღამით 6 გრადუსამდე მოყინავს, დღისით კი ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება.

19 თებერვალი, კვირა

ძირითადად უნალექო ამინდი იქნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 17-12, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1, ზოგან მინუს 11 გრადუსი, ხოლო დღისით 2-7 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 15-10, ზოგან — მინუს 20, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4-5 გრადუსი.

თბილისში ძირითადად უნალექო და ღრუბლიანი ამინდი იქნება. ღამით 4 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

20 თებერვალი, ორშაბათი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უმთავრესად უნალექო, ღრუბლიანი ამინდი იქნება. დასავლეთში ქარის წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით  მინუს 2, პლუს 3 გრადუსი იქნება, დღისით პლუს 10-15; მთაში ღამით მინუს 9-4 გრადუსი, დღისით  პლუს 5-10 გრადუსი; მაღალმთაში ღამით 15-10 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 7-2 გრადუსი ყინვა, ზოგან — მინუს 13, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსი სითბო. მაღალმთიანეთში ღამით 14-9, ზოგან 19 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3 გრადუსი იქნება.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დაუბერავს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება ღამით 4 გრადუსი ყინვა, დღისით — 11 გრადუსი სითბო.

57