ამინდი საქართველოში: შეყვარებულთა თოვლიანი დღე

გამოწერა
ვალენტინობის დღეზე საქართველოში და თბილისში სინოპტიკოსები თოვლს გვპირდებიან, ასე რომ, თუ პაემანზე წასასვლელად ემზადებით, თბილად ჩაცმა არ დაგავიწყდეთ.

14 თებერვალი, სამშაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოთოვს, მოსალოდნელია ბურუსი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 2 პლიუს 3, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 16–11 გრადუსი ყინვა, დღისით მინუს 7–2.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს6–1, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 13–8, ზოგან 18 გრადუსი ყინვა, დღისით მინუს 8–3.

თბილისში მცირე თოვლი და მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ქარის ძალა წამში 8–13 მეტრს შეადგენს. ღამით მინუს 1, დღისით 4 გრადუსი სითბო იქნება.

15 თებერვალი, ოთხშაბათი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით, მთაში ქარბუქი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც მოთოვს, მაღალ მთაში მოსალოდნელია ქარბუქი. ქარი ქვეყნის ტერიტორიაზე წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 პლიუს 2, დღისით — 0–5 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 15–10 გრადუსი ყინვა, დღისით მინუს 8–3.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 8–3, დღისით — 1–6 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით 15–10, ზოგან ტემპერატურა 21 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს, დღისით კი მინუს 9–4 გრადუსი იქნება.

თბილისში მოღრუბლული და ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის ძალა წამში 17–22 მეტრს შეადგენს. ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება, დღისით კი 4 გრადუსი სითბო.

ყველა ახალი ამბავი
0